Sunday, July 15, 2018

ტრენინგის შეფასება

ტრენინგი მოიცავდა მნიშვნელოვან და საინტერესო მასალას, რაც მასწავლებელს აუცილებლად გამოადგება იმისათვის, რომ საგაკვეთილო პროცესში ჩართოს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. გავიღრმავეთ ცოდნა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების თვალსაზრისით: ვიმუშავეთ ვორდის დოკუმენტის სრულყოფა -გაფორმების მიმართულებით, დავგეგმეთ ისტ-ზე დაფუძნებული გაკვეთილი,  შევქმენით პრეზენტაცია powerpoint პროგრამაში,  გავეცანით Exel პროგრამაში მუშაობის ძირითად პრინციპებს, დავგეგმეთ სასწავლო პროექტი, შევიმუშავეთ მოსწავლეთა შეფასების რუბრიკა და, რაც ყველაზე საინტერესო იყო,  შევქმენით ბლოგი და ვისწავლეთ ბლოგზე ინფორმაციის განთავსება და დახარისხება კატეგორიების მიხედვით. ვფიქრობ მომავალი სასწავლო წლიდან ჩემი გაკვეთილები უფრო საინტერესო და ნაყოფიერი იქნება, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის აღნიშნულ ტრენინგს და ჩვენს ტრენერს ქალბატონ შორენა მიქაბერიძეს. 

No comments:

Post a Comment