Sunday, July 15, 2018
ტრენინგის შეფასება
ტრენინგი მოიცავდა მნიშვნელოვან და საინტერესო მასალას, რაც მასწავლებელს აუცილებლად გამოადგება იმისათვის, რომ საგაკვეთილო პროცესში ჩართოს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. გავიღრმავეთ ცოდნა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების თვალსაზრისით: ვიმუშავეთ ვორდის დოკუმენტის სრულყოფა -გაფორმების მიმართულებით, დავგეგმეთ ისტ-ზე დაფუძნებული გაკვეთილი, შევქმენით პრეზენტაცია powerpoint პროგრამაში, გავეცანით Exel პროგრამაში მუშაობის ძირითად პრინციპებს, დავგეგმეთ სასწავლო პროექტი, შევიმუშავეთ მოსწავლეთა შეფასების რუბრიკა და, რაც ყველაზე საინტერესო იყო, შევქმენით ბლოგი და ვისწავლეთ ბლოგზე ინფორმაციის განთავსება და დახარისხება კატეგორიების მიხედვით. ვფიქრობ მომავალი სასწავლო წლიდან ჩემი გაკვეთილები უფრო საინტერესო და ნაყოფიერი იქნება, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის აღნიშნულ ტრენინგს და ჩვენს ტრენერს ქალბატონ შორენა მიქაბერიძეს.
Tuesday, July 10, 2018
ტრენინგის მეშვიდე დღე
დღეს ჩვენ ვისწავლეთ პროექტის დაგეგმვა. ელ ფოსტაზე, გუგლის დისკზე ფაილის გაზიარება. ელ-ფოსტაზე სასაუბროს შექმნა და მასში მონაწილეების დამატება. საკმაოდ დატვირთული და ნაყოფიერი დღე იყო.
Saturday, July 7, 2018
პროექტის მეექვსე დღე
დღეს ჩვენ ვისწავლეთ სურათისა და ვიდეოს ატვირთვა ბლოგზე.ასევე ექსელის ფაილზე მუშაობა, მასში მუნაცემების განთავსება, მონაცემების მიხედვით დიაგრამების შექმნა, ფორმულების ჩაწერა და ნიშნების გამოთვლა.
Thursday, July 5, 2018
ტრენინგის მეხუთე დღე
დღეს არის ტრენინგის (ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში) მეხუთე დღე. ჩვენ ამ ტრენინგის მსვლელობისას ვისწავლეთ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გაკვეთილის გეგმის შედგენა, ვორდის დოკუმენტის შექმნა, გაფორმება, სქემებისა და გრაფიკული მაორგანიზებლების შედგენა, პრეზენტაციის აწყობა და მისი გამოყენება საგაკვეთილო პროცესში, შეფასების რუბრიკის შექმნა და მისი მორგება კონკრეტულ საგაკვეთილო თემაზე. ასევე გავეცანით ბლოგის შექმნისა და მასზე ინფორმაციის განთავსების ძირითად პრინციპებს. შევქმენით ბლოგი და შემდგომში გავაგძელებთ მასზე მუშაობას.
Subscribe to:
Posts (Atom)